Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 

                                                                                                                                    
№ 13/29 - 01

30.05.2025
ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამის „ადამიანური რესურსების მართვა“ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის შესრულების  მიზნით ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამის „ადამიანური რესურსების მართვა“ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე  ანგარიშის შესრულების მიზნით შეიქმნას ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით და პასუხისმგებლობებით:
1.1.    საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები ასოცირებული პროფესორები: ნატალია ხარაძე და ნუგზარ პაიჭაძე - ფუნქცია-მოვალეობები: საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურისა და შინაარსის, პროგრამის მიზნებისა და შედეგების განახლება-გადამუშავება; რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საბოლოო ვერსიის მომზადება;
1.2.    პროფესორი გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი; ფუნქცია მოვალეობები: რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის  მომზადების პროცესის კოორდინირება; 
1.3.    ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი; ფუნქცია მოვალეობები: რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის  მომზადების პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება; 
1.4.    ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი; უფლება-მოვალეობები: რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის  მომზადების პროცესში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ჩართულობის კოორდინირება; საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსების შეფასება და უკუკავშირის უზრუნველყოფა;  
1.5.    ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი-ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; უფლება-მოვალეობები: საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსების შეფასება, რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის სამუშაო ვერსიებისა და თანდართული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; 
1.6.    ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; უფლება-მოვალეობები: რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის სამუშაო ვერსიებისა და თანდართული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; 
1.7.    ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი - საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსების ავტორი; უფლებამოვალეობები: სასწავლო კურსების გადამუშავება-განახლება;
1.8.    ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი - საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსების ავტორი; უფლებამოვალეობები: სასწავლო კურსების გადამუშავება-განახლება.
1.9.    ასისტენტ- პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი - საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსების ავტორი; უფლებამოვალეობები: სასწავლო კურსების გადამუშავება-განახლება.
1.10.    ასოცირებული პროფესორი მურმან ცარციძე - საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსების ავტორი; უფლებამოვალეობები: სასწავლო კურსების გადამუშავება-განახლება.
1.11.    მოწვეული ლექტორი თამარ ღამბაშიძე - საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსების ავტორი; უფლებამოვალეობები: სასწავლო კურსების გადამუშავება-განახლება.
1.12.    მოწვეული ლექტორი გელა გრიგოლაშვილი - საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსების ავტორი; უფლებამოვალეობები: სასწავლო კურსების გადამუშავება-განახლება.

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი          პროფესორი                   გიორგი ღაღანიძე